Elsevier.ge
The company is part of Reed Elsevier Group PLC, a world leading provider of professional information solutions in the Science, Medical, Legal and Risk and Business sectors.

სხვა შემოთავაზებები

Mendeley

Mendeley - არის უნიკალური უფასო რესურსი, რომელიც მოიცავს Reference Manager-ს (სამეცნიერო ნაშრომების შეგროვებისა და კატალოგიზაციის საშუალება, რომელიც ამარტივებს და ხელს უწყობს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სიის მომზადებას და გამოყენებას) და ასევე ხელს უწყობს მომხმარებელს მოიძიოს თანამოაზრეები და შეისწავლოს თანამედროვე კვლევების ტრენდები /ტენდენციები.

რესურსის გამოყენებისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.mendeley.com/. შექმენით ანგარიში (Create a free account), ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ შესაბამისი აპლიკაცია თქვენს კომპიუტერზე. იხ. მოკლე გზამკვლევი 

Elsevier Research Intelligence - ელსევიერის სამეცნიერო-კვლევითი ინფორმაცია

რესურსი თავისი ახალი თაობის ჩაშენებული ინოვაციური ინსტრუმენტებით, პასუხობს ყველა გამოწვევას, რომელიც აქტუალურია მკვლევარებსა და კვლევების მენეჯერებისთვის და ხელს უწყობს მათ მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება კვლევის ციკლის ნებისმიერ ეტაპზე. ასევე რესურსი ხელს უწყობს ორგანიზაცის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სტრატეგიის შექმნას, შესრულებას, შეფასებას. Elsevier Research Intelligence მოიცავს SciVal ინსტრომენტებს, Pure სისტემას, მდიდარ მონაცემთა ბაზას, სპეციალურ ანალიტიკურ სერვისებს.

მეტი იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.elsevier.com/research-intelligence.

Reaxys - ახალი საინფორმაციო რესურსი ქიმიკოსებისთვის

Reaxys და Reaxys Medicinal Chemistry აერთებს ქიმიის ლიტერატურას და მონაცემებს ერთ მოქნილ ინტერფეისში. ძიების შედეგად მოიპოვება უახლესი მონაცემები და ციტირებები ქიმიის დარგში კვლევისთვის ოპტიმალურ ფორმატში. გამოიკვლიე ქიმიური სინთეზის შესაძლებლობები, გაიგე ურთიერთობა ქიმიურ ნივთიერებებსა და ბიოაქტიურ მონაცემებს შორის Reaxys და Reaxys Medicinal Chemistry რესურსების გამოყენებით.

მეტი იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.elsevier.com/online-tools/reaxys

სხვა შესაძლებლობები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, მედიცინა, ფარმაკოლოგია და სხვა)

-          Embase – გაზარდეთ თქვები ბიოსამედიცინო კვლევების ეფექტურობა

-          Pathway Studio – ბიოლოგიური გადაწყვეტილებების მხარდამჭერი პროგრამული უზრუნველყოფა 

-          PharmaPendium – მედიკამენტების კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა 

საინჟინრო მეცნიერებები

-          Engineering Village – სერიოზული საინჟინრო კვლევისთვის პირველი არჩევანი  

-          Knovel - ტექნიკური ინფორმაცია ინტეგრირებული ანალიტიკურ და ძიების ინსტრუმენტებთან, რომლის შედეგებსაც ინჟინრებს შეუძლიათ ენდონ 

ნავთობი და გაზი

Geofacets - ინოვაციური კვლევითი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მეცნიერებს ბუნებრივი რესურსების კვლევაში (რესურსი მოიცავს გეოგრაფიული რუკების უმსხვილეს მონაცემთა ბაზას).