Elsevier.ge
The company is part of Reed Elsevier Group PLC, a world leading provider of professional information solutions in the Science, Medical, Legal and Risk and Business sectors.

FAQ

1. როგორ გავააქტიუროთ დისტანციური წვდომა?

ინფორმაცია დისტანციური წვდომის ტიპების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.elsevier.com/solutions/sciencedirect/support/authentication-and-access#access-methods

ყველაზე მარტივი გზა არის "Self-managed remote access" ტიპის გააქტიურება. ამისათვის ელსევიერის ნებისმიერ პლატფორმაზე (SCOPUS ან ScienceDirect) გაიარეთ რეგისტრაცია (ზედა მარჯვენა კუთხეში დაწკაპეთ ღილაკს "Register" და შეავსეთ სავალდებულო ველები. Username და პაროლი გავრცელდება ელსევიერის ყველა პლატფორმაზე). რეგისტრაციის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში და მოძებნოთ მენიუ Remote Access Activation. SCOPUS-ში ამ მენიუს ნახავთ ზედა მარჯვენა კუთხეში, სადაც ეწერება თქვენი სახელი და გვარი. დაწკაპეთ თქვენს სახელს და ჩამოიშლება მენიუ, რომლის ერთ-ერთი ქვემენიუ იქნება Remote Access Activation. დაწკაპეთ. გადახვალთ გვერდზე, სადაც შემოთავაზებულ ველში შეიყვანთ თქვენს ინსტიტუციურ ელ.ფოსტას. შემდეგ ელ-ფოსტაზე მოგივათ აქტივაციის ბმული. აუცილებლად დაწკაპეთ და დარწმუნდით, რომ სისტემამ თქვენთვის დისტანციური წვდომა გააქტიურა. ScienceDirect-ის შემთხვევაში remote access მენიუს ნახავთ ქვედა ჰორიზონტალურ მენიუში. 

2. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალი და რა პროცედურებია გასავლელი მისი ინდექსირებისთვის SCOPUS-ში? 

მინიმალური კრიტერიუმები და პროცედურები აღწერილია შემდეგ ვებ-მისამართებზე: http://www.elsevier.ge/scopus/submit-your-journal-to-scopus და https://www.elsevier.com/solutions/scopus/content/content-policy-and-selection

ვინაიდან შემოწმების პროცესი ხანგრძლივია, ელსევიერის გუნდმა შეიმუშავა ფორმა - Scopus journal pre-evaluation service - submission form, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია SCOPUS-ში ინდექსირებისათვის გასაგზავნი ჟურნალის ტექნიკური და ადმინისტრაციული კრიტერიუმების წინასწარი შემოწმება. შეავსეთ ფორმა და მიიღეთ წინასწარი შეფასების ანგარიში.

გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი შემოწმება და დადებითი ანგარიში ავტომატურად არ გამოიწვევს ჟურნალის ინდექსირებას SCOPUS-ში და არ განაპირობებს დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს (CSAB) დადებით შეფასებას/პასუხს.